მაცხოვრის ჭედური ხატი სვანეთის მუზეუმი |
მეოთხე
მცნება: მოიხსენე დღე
იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი. ექვს დღეს იქმოდე და ჰქმენ მათ შინა ყოველივე საქმე
შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არის უფლისა ღმრთისა შენისა.
ღმერთი ამ მცნებით გვასწავლის და გვეუბნება, რომ კვირაში
ექვსი დღე მუშაობასა და საქმის კეთებას დავუთმოთ, ხოლო მეშვიდე დღე ღმერთს შევწიროთ.
ძველი აღთქმის ეკლესიაში დღესასწაულობდნენ შაბათს, ხოლო
ქრისტიანები - კვირა დღეს. კვირა დღის გარდა ღმერთს უნდა შევწიროთ სხვა სადღესასწაულო
დღეებიც, რომლებიც დადგენილია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა
და წმინდანთა სადიდებლად, უნდა დავესწროთ ღვთისმსახურებას ტაძარში, მხურვალედ ვილოცოთ,
ვიკითხოთ საღმრთო წერილი და სხვა სულის მაცხოვნებელი წიგნები. შევწიროთ ტაძარს რაიმე
მის სასარგებლოდ, შემწეობა აღმოვუჩინოთ ღარიბებს, მოვინახულოთ ავადმყოფები, საპყრობილეში
მყოფნი და სხვა.
ვინც დღესასწაულის დღეებში უწესო თამაშობითა და უზომო
ჭამა-სმით ერთობა, ის არღვევს დღესასწაულის სიწმინდეს. დღესასწაულების გარდა ღმერთს
ვწირავთ მარხვის დღეებს.
ეს მცნება გვიკრძალავს სიზარმაცისა
და უქმად ყოფნის ცოდვებს.